ემანუელ მაკრონი და მარკ რუტე ისრაელში ჩავლენ

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ნიდერლანდების პრემიერმინისტრი, მარკ რუტე მიმდინარე კვირას ისრაელს ეწვევიან, – ინფორმაციას ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუტე ისრაელში ორშაბათს ჩავა, მაკრონი კი – სამშაბათს და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდებიან.

ამასთან, ნიდერლანდების პრემიერმინისტრის ოფისი ადასტურებს ინფორმაციას, რომ მარკ რუტე ორშაბათს ისრაელში ჩავა და ნეთანიაჰუსა და პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან მოლაპარაკებებს გამართავს.

ისრაელს გასულ კვირას გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი – რიში სუნაკი, აშშ-ის პრეზიდენტი – ჯო ბაიდენი და გერმანიის კანცლერი – ოლაფ შოლცი სტუმრობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები