კვიპროსში ისრაელის საელჩოსთან ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა – დაშავებულები არ არიან

კვიპროსში, ნიქოზიაში, ისრაელის საელჩოსთან ღამით ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა, – იუწყება ადგილობრივი მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, ხელნაკეთმა მოწყობილობამ მნიშვნელოვანი დაზიანება არ გამოიწვია.

პოლიციამ ინციდენტში მონაწილეობის ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავა, რომლებიც წარმოშობით სირიელები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები