ალექსი პეტრიაშვილი: მარგველაშვილის წასვლა გაეროში ქვეყნის იმიჯს დააზიანებს

პრეზიდენტის გამგზავრება ამ ღონისძიებაზე სწორად არ მიმაჩნია“ საქართველოს პრეზიდენის გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას რომლის თანახმადაც ის გაეროში საქართველოს დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება, მინისტრთა კაბინეტის მხრიდან შეფასებები მოჰყვა.
სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი უნდა გაემგზავროს.
„მე მიმაჩნია, რომ საქართველოს დელეგაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ერთი ხელმძღვანელით, ეს ხელმძღვანელი არის საქართველოს პრემიერ მინისტრი. პრეზიდენტის გამგზავრება ამ ღონისძიების ფარგლებში არ მიმაჩნია სწორად იმიტომ, რომ ეს დააზიანებს ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯს და ამიტომაც ვთვლი, რომ უნდა წავიდეს პრემიერ მინისტრი“, – განაცხადა ალექსი პერტიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები