Reuters: ეგვიპტეში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის შესახებ სამშვიდობო სამიტი გაიმართება

ეგვიპტეში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არსებული ომის შესახებ სამშვიდობო სამიტი დღეს გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება, – იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Reuters.

Reuters-ის ცნობით, სამიტს დაესწრებიან ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტიონიო გუტერეში, იტალიისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრები, ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და რამდენიმე არაბული სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები