უკრაინის საბაჟო სამსახური: 2023 წლის დასაწყისიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების მესამედი დაკარგულია

მიმდინარე წლის დასაწყისიდან უკრაინელი სამხედროებისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარულ დახმარებას მესამედს სამხედრო ნაწილებამდე არ მიუღწევია. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის ვებგვერდი იტყობინება.

უწყების განცხადებით ჰუმანიტარული ტვირთიდან, რომელიც უკრაინის სამხედრო ნაწილებამდე უნდა მისულიყო, 1/3 დაკარგულია: 2023 წელს, ამ დრომდე, 9 000 ტვირთიდან დანიშნულების ადგილებამდე მხოლოდ 3 000 ჩავიდა.

აღნიშნულია, რომ დარღვევები გამოვლინდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან ერთად შექმნილი მექანიზმის წყალობით, რომელიც აკონტროლებს სამხედრო ნაწილებისთვის ჰუმანიტარული მარაგების მიღებას. გამოვლენილი დარღვევების შესაჩერებლად და ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასაყენებლად მებაჟეებმა გაგზავნეს 387 ოქმი უკანონო ქმედებების შესახებ, შედგა 320 ოქმი საბაჟო წესების დარღვევის თაობაზე, სადაც სამართალდარღვევის საგანი ჰუმანიტარული დახმარების საქონელი იყო.

„2023 წლის ცხრა თვის განმავლობაში ერთობლივი აქტივობების შედეგად დადასტურდა 9000-ზე მეტი ფაქტი ჰუმანიტარული საქონლის 200 სამხედრო ქვედანაყოფში გადატანის შესახებ. 9000 ტვირთიდან დანიშნულების ადგილებამდე მხოლოდ 3 000 ჩავიდა”, – ნათქვამია შეტყობინებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები