ბელგიის იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

FILE PHOTO: Belgium's then- Pensions Minister Vincent Van Quickenborne talks to the media as he arrives at a budgetary control meeting in Brussels October 17, 2012. REUTERS/Francois Lenoir/File Photo

ბელგიის იუსტიციის მინისტრმა, ვინსენტ ვან ქუიკენბორნმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი რამდენიმე დღის წინ, ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტი გახდა, რომელსაც შვედეთის 2 მოქალაქე ემსხვერპლა.

როგორც მინისტრმა ტერაქტის შემდეგ განაცხადა, 45 წლის ტუნისელი მამაკაცის ექსტრადიციას ტუნისი ჯერ კიდევ 2022 წელს ითხოვდა, რაც ბელგიის იუსტიციის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა.

„ეს უპატიებელი შეცდომაა, რომელსაც დრამატული შედეგი მოჰყვა. მსურს, რომ სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღო“, – განაცხადა უკვე ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა მედიასთან საუბრისას.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ბრიუსელში მომხდარი სროლის შედეგად შვედეთის ორი მოქალაქე დაიღუპა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 45 წლის მამაკაცი, აბდესლამ ლასუედი ბელგიის პოლიციამ გაანეიტრალა. მომხდარის შემდეგ ბელგიის დედაქალაქში ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმუმამდე გაზარდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები