ბაიდენი: ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანები ღაზაში მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში შევლენ
ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანები ღაზაში მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში შევლენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ისრაელისა და ეგვიპტის პრეზიდენტისგან მიიღო დასტური, რომ რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი, სადაც ჰუმანიტარული დახმარების გადამტანი სატვირთო მანქანების კოლონა დგას, გაიხსნება.
„მაგისტრალი უნდა გადაკეთებულიყო, რადგან ის ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და მე მჯერა, რომ მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში, პირველი 20 სატვირთო მანქანა შეგზავნის დახმარებას“, – განაცხადა ბაიდენმა.