რუსეთის ელჩი ისრაელში: რუსეთი მძევლების გათავისუფლების საკითხზე „ჰამასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს

ისრაელში რუსეთის ელჩი, ანატოლი ვიქტოროვი აცხადებს, რომ რუსეთი მძევლების გათავისუფლების თაობაზე „ჰამასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მისივე განმარტებით, რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს 200-დან 250-მდე მძევლის გასათავისუფლებლად, რომლებიც ამჟამად დაჯგუფებას ღაზის სექტორში ჰყავს.

The Times of Israel-ის ცნობით, რუსეთი, როგორც ჩანს, ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ მძევლების გასათავისუფლებლად „ჰამასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები