განგაშის სიგნალი საფრანგეთის 8 აეროპორტში – ევაკუირებულია ვერსალის სასახლეც

©YOAN VALAT/EPA/MAXPPP - epa10923492 Visitors queue to enter Versailles castle after it was evacuated due to a bomb alert in Versailles, outside Paris, France, 17 October 2023. The Versailles castle reopened to visitors moment after French Police verification due to a bomb alert. The French president raised the national security alert system to a high level and mobilized 7,000 troops for increased security in response to a knife attack at a school in Arras, where a teacher was fatally stabbed to death and two others seriously injured on 13 October 2023. EPA-EFE/YOAN VALAT (MaxPPP TagID: maxnewsfrfive296431.jpg) [Photo via MaxPPP]

განგაშის სიგნალის გამო, საფრანგეთის აეროპორტებიდან და ვერსალის სასახლიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ლილ-ლესკენის, რენის, ბოვეს, ტარბეს, ნანტის, ბეზიეს, პაუსა და ბრესტის აეროპორტებში გაფრთხილება მიიღეს ბომბის არსებობის შესახებ, ხოლო რენის, ტარბესა და ბეზიეს აეროპორტებიდან მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს.

ევაკუაცია მოხდა ვერსალის სასახლიდანაც, სადაც ერთ კვირაზე ნაკლებ დროში უკვე მეხუთე შემთხვევაა. ვერსალის სასახლე და მისი მთელი ქონება ევაკუირებული იქნა ბომბის საფრთხის გამო.

როგორც BFMTV სანდო წყაროებზე დაყრდნობით წერს, ინფორმაცია დაახლოებით 12:40 საათზე გავრცელდა.

ამრიგად, ეს ვერსალის სასახლის მეხუთე დახურვაა გასული შაბათის შემდეგ. სასახლე დაკეტილი იმავე მიზეზით, დაკეტილი იყო , შაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს.

ამასთან, მედიის ცნობით, დღეს დილით, ბომბის საფრთხის გამოძიების ფარგლებში, მამაკაცი დააკავეს, რომელსაც, არსებული ცნობით, ვერსალის სასახლის ევაკუაციასთან აქვს კავშირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები