“ისრაელის ავიაიერიშების შედეგად 4 137 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 661 ბავშვია” – ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო

ღაზის სექტორში მსხვერპლის რაოდენობამ 4 000-ს გადააჭარბა, – ამის შესახებ ინფორმაციას “ალჯაზირა” ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშების შედეგად 4 137 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 661 ბავშვია.

ღაზის სექტორში აცხადებენ, რომ ამ დრომდე ეძებენ 4 000-ზე მეტ ადამიანს, ხოლო ისრაელის საჰაერო დაბომბვის შედეგად,  ჯამურად, 13 260 ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, ღაზის სექტორში ძირითადი საავადმყოფოები და 21 სამედიცინო ცენტრი აღარ ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები