პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე ლტოლვილთა ბანაკში ოპერაცია ჩაატარა, რასაც 13 ადამიანი ემსხვერპლა
დასავლეთ სანაპიროზე ლტოლვილთა ბანაკში ისრაელის მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად 13 ადამიანი, მათ შორის, 5 ბავშვი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ისრაელის საოკუპაციო არმიამ ტულკარემში, ნურ შამსის ლტოლვილთა ბანაკში გუშინ განხორციელებული აგრესიის დროს ხოცვა-ჟლეტა ჩაიდინა, სადაც მოწამეების რაოდენობამ 13-ს მიაღწია, მათ შორის 5 ბავშვია“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად, ისრაელის ძალები ბანაკის ტერიტორიაზე აღარ იმყოფებიან.