ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში „ჰამასის“ ასზე მეტ ობიექტზე მიიტანეს იერიში

ისრაელმა ღაზაში ღამით „ჰამასის“ ასზე მეტ ობიექტზე იერიში მიიტანა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

„ღამის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა დაარტყეს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ასზე მეტ ტერორისტულ ობიექტს, მათ შორის, მიწისქვეშა გვირაბს, იარაღის საწყობს და ათობით ოპერატიული მართვის ცენტრს“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, გაანეიტრალეს „ჰამასის“ საზღვაო მებრძოლი, მაჯედ მუჰამედ აბუ ოდეჰი, რომელიც, სავარაუდოდ, ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღაზაში განადგურდა ჯაბალიას მეჩეთი, სადაც „ჰამასი“ იარაღს ინახავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები