თამარ სანიკიძე: პედაგოგებს ხელფასები ეტაპობრივად გაეზრდებათ
პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა ეტაპობრივად მოხდება – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა. როგორც თამარ სანიკიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკა სამინისტროს მიერ შემუშავებულ ახალ სისტემას უნდა მოერგოს.
“რაც შეეხება შემდეგ ზრდას, ხელფასები 2016-2017 წლებიც მზარდი იქნება. პედაგოგის ხელფასი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასს, რომელსაც დღეს ძალიან ჩამორჩება”, – განაცხადა სანიკიძემ.