სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა აქციაში: “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” მიიღეს მონაწილეობა
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა აქციაში: “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” მიიღეს მონაწილეობა. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა რიგით მესაზღვრეებთან ერთად აქციაში – “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” მიიღო მონაწილეობა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად სისხლი გაიღო. მესაზღვრეები მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებული “სისხლის ბანკის” დახმარებით ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ. სასაზღვრო პოლიცია აქციაში უკვე მეორე წელია, რაც მონაწილეობს. აქციის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.