გაერო-ში გამგზავრების საკითხზე მაია ფანჯიკიძე დღეს გიორგი მარგველაშვილს შეხვდება

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დღეს დღის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გეგმავს შეხვედრას, – ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
მისი თქმით, ის პრეზიდენტს საკუთარ პოზიციას გააცნობს, თუ რატომ არ უნდა გაემგზავროს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოდან ორი დელეგაცია.
მინისტრის განცხადებით, მისი აზრი არის ის, რომ ორი დელეგაციის გამგზავრება გაეროში იქნება უხერხული და ამასთან ეს იქნება გაუგებარი ყველასთვის, რადგან იქ ასეთი პრაქტიკა არ არსებობს “ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობილი პოზიციიდან პრეზიდენტს გავაცნობ ჩემს პირად მოსაზრებას, ასევე იმ საუბრების შესახებ, რომელიც იყო მთავრობაში, როდესაც მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება”, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” დასმულ კითხვაზე, შეძლებს თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტის გადარწმუნებას გაეროში ვიზიტთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ის მოისმენს ყველა არგუმენტს ამ მიმართულებით, თუმცა მიიჩნევს, რომ როდესაც პრეზიდენტი იღებს თავის სახელზე მოპატიჟებას, პრეზიდენტის საქმეა უპასუხოს ამ წერილს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები