თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, დიდუბის რაიონში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV და V კვარტლების, მიქელაძის, ახმეტელის და ლუბლიანას ქუჩების 3220 აბონენტს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყიფიანის, გვეტაძის, აგლაძის და გაფრინდაულის ქუჩების 405 აბონენტს.
სამგორის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წმინდა ბარბარეს უბნის, მშენებელთა დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, ნავთლუღი II-ის დასახლების, ქინძმარაულის, ნაკადულის, ოცხელის და ქაიროს ქუჩების 4490 აბონენტს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის III კვარტლის, ვარკეთილის მასივის “დ” ქუჩის, ქაიროს და ნავთლუღი 2 დასახლების IV ქუჩის 602 აბონენტს.
საბურთალოს რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის და ჩიქოვანის ქუჩების 662 აბონენტს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III, VI და VII კვარტლების, ნუცუბიძის, შავგულიძის, ფხაკაძის, სანდრო ეულის და უნივერსიტეტის ქუჩების 3509 აბონენტს.
ნაძალადევის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზედაზენის, დიდი ჯიხაიშის, ილურიძის, ლომთათიძის, ეკა ბეჟანიშვილის, იმერეთის და ჯავის ქუჩების 678 აბონენტს.
ისნის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების, მთისძირის და უშაკოვის ქუჩების 236 აბონენტს.
გლდანის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ანგია ბოჭორიშვილის და ფორე მოსულიშვილის ქუჩების 1665 აბონენტს.
ჩუღურეთის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის 174 აბონენტს.
მთაწმინდის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის ქუჩის 84 აბონენტს.
ვაკის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის და ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის 263 აბონენტს.
კრწანისის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, ახუნდოვის, ფირდოუსის, შუშინის და გრიშაშვილის ქუჩების 163 აბონენტს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები