“ერთი დელეგაცია უნდა წარმოადგენდეს ქვეყანას და ეს უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი”

     თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ გაეროს სამიტზე ქვეყანას ერთი დელეგაცია უნდა წარმოადგენდეს და ეს პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს. როგორც ალასანიამ გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ ორი დელეგაცია გაემგზავრება, მაშინ მკაფიოდ უნდა შეთანხმდეს ის გზავნილები, რომელსაც საქართველო მიაწოდეს გაეროს.
მთავრობამ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მივიღეთ. მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ამ სამიტზე მონაწილეობა მიიღოს პრემიერ-მინისტრმა და სამთავრობო დელეგაციამ. მე როგორც გამოცდილების მქონე დიპლომატი, რომელიც ვმუშაობდი გაეროში, ვთვლი, რომ ერთი დელეგაცია უნდა წარმოადგენდეს ქვეყანას და ეს უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი.
კიდევ შედგება კონსულტაციები და მნიშვნელოვანია, რომ კონტაქტი ყველა ინსტიტუციას შორის არსებობდეს. თუ გადაწყდება, რომ მეორე დელეგაცია მიდის, მაშინ ეს უნდა იყოს ძალიან მკაფიო შეთანხმება იმ გზავნილებზე, რა გზავნილებს მიაწოდებს დელეგაცია გაეროს”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები