ღაზაში ისრაელის საჰაერო იერიშს „ჰამასის“ ლიდერის ოჯახის 14 წევრი ემსხვერპლა

ღაზაში, ქალაქ შეიხ რადვანზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ოჯახის 14 წევრი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი პალესტინის სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმას ჰანიეს ძმა და ძმისშვილი ემსხვერპლა, ხოლო თავად ლიდერი ამჟამად კატარში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო. თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები