ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ჩვენ მივწვდებით „ჰამასის“ თითოეულ წევრს, მათ ორი არჩევანი აქვთ – ან დაიხოცნონ ან ჩაბარდნენ

„ჰამასის“ წევრებს ორი არჩევანი აქვთ, დაიხოცნონ ან უპირობოდ ჩაბარდნენ, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელი გაანადგურებს „ჰამასის“ორგანიზაციას და წაართმევს მას მთელ შესაძლებლობებს.

„ჩვენი თვითმფრინავები ყველგან მისწვდება. თითოეულ რაკეტას აქვს მისამართი. ჩვენ მივწვდებით „ჰამასის“ თითოეულ წევრს. „ჰამასის“ წევრებს ორი არჩევანი აქვთ – ან მოკვდნენ თავიანთ პოზიციებზე ან ჩაბარდნენ უპირობოდ. მესამე ვარიანტი არ არსებობს. ჩვენ გავანადგურებთ „ჰამასის“ორგანიზაციას და წავართმევთ მას მთელ შესაძლებლობებს“, – განაცხადა გალანტმა ისრაელის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლების მფრინავებსა და ტექნიკურ პერსონალთან შეხვედრისას, ნევატიმის ავიაბაზაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები