ისრაელის ცენტრალურ ნაწილში სარაკეტო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის ხმა ისმის
ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, მათ შორის, რიშონ ლეციონში სარაკეტო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის ხმა ისმის. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ადგილობრივების განცხადებით, მათ აფეთქების ხმები ესმით. დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.