გიორგი მარგველაშვილი: სახელმწიფო მეთაური პრეზიდენტია

   სახელმწიფო მეთაური პრეზიდენტია, – ამ განცხადებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამინისტროებს ვალდებულებები შეახსენა. როგორც მარგველაშვილმა გადაცემა “არჩევანში” გაეროს სამიტზე გასამგზავრებელ დელეგაციის თემის კომენტირებისას განაცხადა, როდესაც ერთიანი პოზიციაა ჩამოსაყალიბებელი ვინ სად წავა, ასეთი ერთიანი პოზიცია კონსულტაციებით ყალიბდება.
„მე მინდა ჩემი პირდაპირი მოვალეობის ჭრილში განვიხილო ეს თემა. როდესაც პრეზიდენტი იღებს მიწვევას საკუთარ სახელზე პრეზიდენტის საქმეა უპასუხოს მას და არა სხვა უწყებების. პრეზიდენტს გააჩნია შესაბამისი უნარი წერილის დაწერის, პოზიციის დაფიქსირების და პასუხის გაცემის. დარწმუნებაც აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ ასეთი დარწმუნება უნდა მოხდეს მანამდე, სანამ პასუხი გაეცემა ამ მიწვევას.
ჩემს მიერ წასულ კომიუნიკაციას არ აქვს შესაბამისი მხარდაჭერა საგარეო საქმეთა სამინისტროდან. მნიშვნელოვანია ჩვენ გავიაზროთ, რომ ყველა უწყება არის არა მთავრობის სამინისტრო, არამედ სახელმწიფოს, საქართველოს სამინისტრო. შესაბამისად ის ვალდებულებები, რაც სამინისტროებს გააჩნიათ, გააჩნიათ არა მხოლოდ მთავრობის მიმართ, არამედ ზოგადად გააჩნიათ ვალდებულებები, მათ შორის პრეზიდენტის საგარეო კომუნიკაციის ეფექტური უზრუნველყოფისთვის. მე ამით ვამბობ იმას, როგორც უნდა იყოს, მე და ჩემი კოლეგები არ ვიშურებთ დროს და ენერგიას რომ ეს ინფორმაცია ჩვენ კოლეგებს გაუზიაროთ სამინისტროებში, რომ მათ გააჩნიათ ვალდებულებები არა მხოლოდ მთავრობის მიმართ, არამედ სახელმწიფოს მიმართ. სახელმწიფო მეთაური პრეზიდენტია. შესაბამისად თუ პრეზიდენტი აგზავნის წერილს, ეს წერილი უნდა მივიდეს დროზე, თუ პრეზიდენტს უგზავნიან წერილს – ეს წერილი უნდა მოვიდეს დროზე. თუ ერთიანი პოზიციაა ჩამოსაყალიბებელი ვინ სად წავა, ასეთი ერთიანი პოზიცია კონსულტაციებით ყალიბდება“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები