გიორგი მარგველაშვილი: ნატო მოუწოდებს ყველა მხარეს, გახსნას ხელოვნური ბარიერები
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატო უელსის სამიტის დეკლარაციის იმ მუხლს განმარტავს, სადაც მისი თქმით, ნატო რუსეთს მოუწოდებს, გახსნას ხელოვნური ბარიერები და უკან წაიღოს ამ რეგიონების აღიარება. როგორც გადაცემა მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, ეს მუხლი ერთ-ერთი დიდი მიღწევაა საქართველოსთვის.
„ეს მუხლი კიდევ ერთი მიღწევაა. ის მავთულხლართები რომელიც ივლებოდა საქართველოში, ხელს უშლიდან ჩვენს თანამოქალაქეებს, რომელიც ცხოვრობდნენ ცხინვალში ან სოხუმში, რომ გადმოსულიყვნენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და იქ მიეღოთ ჯანდაცვის, სოციალური და კომერციული სახის სერვისები, ესარგებლათ ყველა იმ სიკეთით, რომლითაც ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები საგრებლობენ.
როდესაც ვსაუბრობდით ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენს მიერ ჩვენი თანამოქალაქეების შემორიგების და ერთიანი საქართველოს მშენებლობის პროცესში სწორედ ასოცირების ხელშეკრულების სიკეთეები გვინდა ვაქციოთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ პრობლემების გადაწყვეტას სამხედრო გზით. ჩვენ ვამბობდით, რომ როდესაც გვექნებოდა უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, ეს გვინდა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ იმ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ცხინვალში, სოხუმში და გალში. ამაზე ხაზის გასმაა, რპდესაც ლაპარაკია, რომ დასანანია და მეტიც, მოწოდებაა რუსეთის ფედერაციის მიმართ უკან წაიღოს ამ რეგიონების აღიარება“, – განაცხადა მარგველაშვილმა.