აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთის ომის ვეტერანებს მატერიალური დახმარება გაუწია
17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე, აფხაზეთიდან დევნილ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 52 ვეტერანს მატერიალური დახმარება გაუწია. 65 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე თითოეული ომის ვეტერანი ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებს.