Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება

სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 60-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 21 გუნდი, რომელიც მომდევნო თვის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე.

 შერჩეული სტარტაპები:

 Addme – სოციალური ქსელების, ვებ-გვერდის, ელ-ფოსტის, მობილურის ნომრის თუ სხვა საკონტაქტო ინფორმაციის გაზიარების სწრაფი და მარტივი პლატფორმა.
Bitpulse – კრიპტოვალუტების ფასების პოტენციური ცვლილებების იდენტიფიცირების პორტალი.
Connect. – მარკეტფლეისი, რომელიც ამარტივებს სამედიცინო ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სხვა სერვისების მიღებასა და ანგარიშსწორებას.
Coiners – სოციალური პლატფორმების მონეტიზაციის ვებ.აპლიკაცია.
Gakvetilo.ge – რეპეტიტორებისა და მოსწავლეების დამაკავშირებელი პლატფორმა.
Helio.AI  რეკრუტინგის მართვის სისტემა, რომელიც კომპანიებს პროცესის სრულ ავტომატიზაციაში ეხმარება.
Hotcard – ჰორეკა სექტორის ექსკლუზიური შეთავაზებების (Buy One, Get One) აპლიკაცია.
Justpay – გადახდის ბმულები მარტივი სოციალური კომერციისთვის.
Kiddos – საბავშვო ნივთების გადაყიდვის (re-sale) პლატფორმა.
KidNest – საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მშობლების დამაკავშირებელი აპლიკაცია.
MaxHP – კომპლექსური მობილური თამაშები მათთვის, ვინც კომპიუტერული თამაშებიდან, მობილური თამაშებისკენ ახდენს მიგრაციას.
My Traders – ტრეიდინგ და საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს სანდო ტრეიდერებთან.
Rollycks – ელექტრონული გორგოლაჭები და თანმხლები აპლიკაცია, რომელიც  საშუალებას აძლევს მომხმარებელს აღმოაჩინოს ახალი ადგილები, თანამოაზრეები, ჩაერთოს შეჯიბრში და მოიპოვოს წამახალისებელი პრიზები.
Roommate Georgia – პლატფორმა, სადაც სტუდენტები ინტერესების მიხედვით პოულობენ ოთახის მეზობლებს, ბინის ქირის ხარჯის გაყოფის მიზნით.
Sanolink – პლატფორმა, რომელიც ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მაძიებლებს აკავშირებს შესაბამის ტრენერებთან.
TourTour – სამოგზაურო ტურების დაგეგმვის ციფრული პლატფორმა.
UBIQ – სოციალური ქსელი საერთო ინტერესების მქონე ადამიანებისთვის.
Verify.com.ge – დასაქმების კანდიდატების სკრინინგისა და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების პლატფორმა დამსაქმებლებისთვის.
Wenroll – ონლაინ-კურსების ინტერაქციული მობილური აპლიკაცია.
Wisp – ჟესტური ენების შემსწავლელი აპლიკაცია.
Woofio – პლატფორმა, რომელიც აკავშირებს შინაური ცხოველების მფლობელებს სერვისის პროვაიდერებთან.

პრე-აქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ფიზიკური და ონლაინ შეხვედრები), გაგრძელდება 3 თვეს (ოქტომბერი 2023 – იანვარი 2024) და შედგება 8 ძირითადი კომპონენტისგან:

  1. 2 ბუტკემპი (1 თბილისში, 1 საერთაშორისო);
  2. თემატური სესიები (კვირაში 3 დღე, 2 საათი);
  3. ინდივიდუალური შეხვედრები ქოუჩთან (მოთხოვნის შესაბამისად);
  4. ინდივიდუალური ონლაინ მენტორინგი სფეროს ექსპერტებთან;
  5. ნეთვორქინგი – P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები, Stand-up-ები;
  6. სპეციალური შეთავაზებები სტარტაპებს
  7. იმფაქთ ჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა (მოთხოვნის შესაბამისად);
  8. დემო დღე – მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ინვესტორების წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და გაფართოების მიზნით.

    პრე-აქსელერატორში მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაციამომხმარებლის სეგმენტაციაფასეული შეთავაზებამარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვებიGrowth MarketingMVP – ტექნიკური პროდუქტის შექმნაბიზნესმოდელი და ფინანსებიPitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება.

სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო სამი ნაკადი, ჯამში 60 სტარტაპი და მთლიანობაში გუნდებმა 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს.

 მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ აქ: https://preacceleration.com

სტარტაპ პრე-აქსელერატორის მხარდამჭერები: Entreprenership Academy, თიბისი. R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები