ბლინკენი: ის, რასაც ისრაელი აკეთებს, არ არის შურისძიება, ეს არის თავდაცვა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის სამხედრო ქმედებები დაიცვა და განაცხადა, რომ ეს არ არის საპასუხო, არამედ თავდაცვითი.
„ვერც ერთი ქვეყანა ვერ მოითმენს, რომ ტერორისტული ჯგუფი შემოიჭრას, მათი ხალხი ყველაზე არაკეთილსინდისიერად დახოცოს და ასე იცხოვროს. ის, რასაც ისრაელი აკეთებს, არ არის შურისძიება. რასაც ისრაელი აკეთებს არის თავისი ხალხის სიცოცხლის დაცვა და, როგორც ვთქვი, ცდილობს დარწმუნდეს, რომ ეს აღარ განმეორდება.
ვფიქრობ, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ისრაელის ადგილას იქნებოდა, იმავეს გააკეთებდა“, – აღნიშნა ბლინკენმა.