თენგიზ ფხალაძე : საგარეო საქმეთა მინისტრს ყოველთვის აქვს საშუალება, რომ პრეზიდენტს ესაუბროს

პრეზიდენტის მრჩევლის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტთან კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს და გიორგი მარგველაშვილს არც ერთხელ უარი არ უთქვამს შეხვედრაზე რომელიმე მინისტრთან. ამის შესახებ ფხალაძემ “პალიტრა TV”-ის ეთერში, გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.
“ის, რომ რომელიმე მინისტრს უნდა მასთან დალაპარაკება და ვერ პოულობს, საფუძველს მოკლებულია. საგარეო საქმეთა მინისტრს ყოველთვის აქვს საშუალება, რომ ესაუბროს პრეზიდენტს. საერთოდ, მგონია, რომ შეხვედრა ყოველთვის უკეთესია, ვიდრე ტელევიზიით საუბარი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმთავითვე იცოდა პრეზიდენტის პოზიცია. თუ ის ხედავდა უხერხულობას, არა პოსტ ფაქტუმ უნდა ეცნობებინა პრეზიდენტისთვის, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თქვენ არ წახვალთ. ასეთ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებაში უნდა ყოფილიყო ჩართული პრეზიდენტი და მაშინ იქნებოდა ერთი დელეგაცია. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ დღეს, რომ ორ სხვადასხვა ღონისძიებაზე იყოს ორი გამომსვლელი“, -განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები