სლოვაკეთში საქართველოს ელჩი დევნილ ბავშვებს შეხვდა
სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი დევნილ ბავშვებს შეხვდა, რომლებიც სელჩოს ინიციატივის ფარგლებში სლოვაკეთის ბეშნოვის საკურორტო კომპლექსს სტუმრობენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროების ორგანიზებით, სლოვაკეთის რესპუბლიკის ბეშენოვას SPA -კურორტი „Gino Paradise“ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ 12 დევნილ ბავშვს მასპინძლობს. პროექტის ფარგლებში ბავშვები დაისვენებენ სლოვაკეთის ცნობილ კურორტზე. აღნიშნული პროექტი ქართული წარმოშობის სლოვაკი ბიზნესმენის ნოდარ გიორგაძის მხარდაჭერით ტარდება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში დევნილ ბავშვებს უმასპინძლა ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩომ.