მაია ფანჯიკიძე აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს შეხვდა

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს აბულფაზ გარაევს შეხვდა. საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. როგორც შეხვედრაზე აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა განაცხადა, ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობა ინტენსიურად ვითარდება და ბევრი საინტერესო პროექტი ხორციელდება. მანვე საქართველოს ახლად დანიშნული კულტურის მინისტრი და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები