პარლამენტის ორმა კომიტეტმა 6 თვის ბიუჯეტის ანგარიშის შესრულების დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომიტეტებმა 2014 წლის 6 თვის ბიუჯეტის ანგარიშის შესრულების დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს.
“შემოსავლების ნაწილში პრეტენზია არ გვაქვს, რადგან ვნახეთ, რომ აქ ამ მიმართულებით კარგი ტენდენციაა. პრეტენზიები ეხება ხარჯვით ნაწილს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემთხვევაში ზოგიერთი მიმართულებით არის კარგი მაჩვენებელი, მაგრამ არის დარგები, სადაც შესაბამისი სამსახურები მკაცრ კრიტიკას იმსახურებენ”, – განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები