მიხეილ სარჯველაძე თურქეთის ომბუდსმენს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თურქეთის მთავარ ომბუდსმენს, შერეფ მალკოჩს და თანმხლებ დელეგაციას უმასპინძლა.

პარლამენტის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ომბუდსმენი ბავშვთა და ქალთა საკითხებში, სასამართლო ხელისუფლების და გაეროს ბავშვთა ფონდის თურქეთის ოფისის წარმომადგენლები.

შეხვედრა ორგანიზებული იყო გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარის, სოფიო კილაძის მიერ და მიზნად ისახავდა ქართული გამოცდილების გაზიარებას ბავშვის უფლებათა დაცვის მიმართულებით. მიხეილ სარჯველაძემ სტუმრებს გააცნო საქართველოში, უკანასკნელ წლებში, ბავშვის უფლებათა დაცვის გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები როგორც საკანონმდებლო, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით. მანვე ისაუბრა პარლამენტის როლზე საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში და კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობის პროცესში გამოვლენილ რიგ გამოწვევებზე.
სოფიო კილაძემ ყურადღება გაამახვილა ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისობაზე გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპებთან, ასევე ოჯახის, როგორც ბავშვის საუკეთესო ინტერესის უპირატესი განმსაზღვრელის როლზე და სახელმწიფო ინსტიტუტების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. შერეფ მალკოჩმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ღირებული გამოცდილების გაზიარებისთვის და გამოხატა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის მზაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები