“სანიკიძის უწყებას სასკოლო ავტობუსების საკითხშიც ჩავარდნა აქვს”

განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი სასკოლო ავტობუსებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მავნებელ სანიკიძის უწყებას ამ მიმრთულებითაც სერიოზული ჩავარდნა აქვს. როგორც რეფორმატორთა კლუბის ხელმძღვანელმა დღეს საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, განათლების სამინისტრო სკოლებისთვის ავტობუსების მომსახურებაში 11 მილიონ ლარს იხდიდა, თუმცა კომპანიები, რომლებსაც საკუთარ თავზე ჰქონდათ სკოლების მომსახურების ვალდებულება აღებული, მათზედ დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდნენ.
„2012 წლის დეკემბერში მგანათლების მაშინდელი მინისტრის მარგველაშვილის ბრძანებით, განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის სასკოლო ავტობუსების დაქირავება ცენტრალიზებულად დაიწყო. ამ საქმეში ტენდერის გარეშე 2 ორი კომპანია ჩაერთო და 11 მილიონი ლარის ათვისება დაიწყეს. 2014 წლის გაზაფხულზე, არასამთავრობოებისა და ჟურნალისტების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, დადგინდა, რომ ეს ავტობუსები მარშრუტებზე არ დადიოდა. სახელმწიფო ფულს იხდიდა – მოსწავლეებს კი ავტობუსები არ ემსახურებოდა. არადა, 11 მილიონი ლარით ყველა სკოლისთვის ავტობუსის შეძენა იყო შესაძლებელი “, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
შაშკინის თქმით, ამის შემდგომ განათლების სამინისტრომ საკონტრაქტო წინადადებაში ჩაწერა, რომ მოსწავლეების ტრანსპორტით მომსახურებისთვის სამინისტრო თანხას იმ შემთხვევაში გადაიხდიდა, თუ ავტობუსები დადგენილ მარშურტებს შეუზღუდავად შეასრულებდნენ. მისივე განცხადებით, აღნიშნული ჩანაწერის შემდეგ კი, ზემოთ ხსენებულმა ორმა კომპანიამ, რომლებიც “მომსახურებას” მანამდე ახორციელებდნენ, ტენდერში მონაწილეობა არ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები