ნინო ლაცაბიძე – დღეს ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ აზოტის საწარმოში, რუსთაველებისთვის სამუშაო პირობები უნდა გაუმჯობესდეს და ეკოლოგიის მიმართულებით კომპანიამ კიდევ უფრო უფრო ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სს საზოგადოება ,,რუსთავის აზოტის” მმართველი ,,ინდორამა კორპორაციის ( Indorama Corporation)” თავმჯდომარეს შრი პრაკაშ ლოჰიას და ვიცე-თავმჯდომარე ამიტ ლოჰიას შეხვდა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
შეხვედრაზე ნინო ლაცაბიძემ, ,,რუსთავის აზოტი-ინდორამას” გენერალურმა დირექტორმა ლევან ბურდილაძემ და ,,ინდორამა კორპორაციის” თავმჯდომარემ, საწარმოში მიმდინარე და უკვე განხორციელებულ ინვესტიციებზე, დასაქმებულთათვის შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონით გათვალისწინებულ პროექტებზე და ამ მიმართულებით დანერგილ ახალ ტექნოლოგიებზე ისაუბრეს.
 ,,რუსთავის აზოტთან”, რომელსაც ახალი მმართველი – ,,ინდორამა კორპორაცია” ჰყავს, ბოლო პერიოდში რამდენიმე შეხვედრა გვქონდა. მთავარი მიზნები და ჩვენი მოთხოვნები, საწარმოში დასაქმებულთა სამუშაო პირობები გაუმჯობესება და გარემოს დაცვის კუთხით ინვესტიციების განხორციელება იყო. დღეს, ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ აზოტის საწარმოში რუსთაველებისთვის სამუშაო პირობები უნდა გაუმჯობესდეს და ეკოლოგიის მიმართულებით, მმართველმა კომპანიამ უფრო ძლიერი და ეფექტიანი ნაბიჯები უნდა გადადგას”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
 დღესვე ,,ინდორამა კორპორაციის ( Indorama Corporation)” თავმჯდომარეს შრი პრაკაშ ლოჰიამ და ვიცე-თავმჯდომარე ამიტ ლოჰიამ,  საწარმოს ტერიტორია დაათვალიერეს.
,,ინდორამა კორპორაციის” ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, არის გარემოზე ზრუნვა. ,,იდორამა” ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კორპორაციაა და ეკოლოგია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, არა ერთი მილიონი დოლარი დაიხარჯა და ეს ტენდენცია, მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება”, – განაცხადა ,,რუსთავის აზოტი-ინდორამას” გენერალურმა დირექტორმა ლევან ბურდილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები