“პრეზიდენტის წარმომადგენლებმა საზოგადოებას უთხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილი იქ ჩავიდა, როგორც აქტივისტი და არა, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, რაც არის აბსურდი” – ანრი ოხანაშვილი

“პრეზიდენტის წარმომადგენლებმა და პრეზიდენტმა არაიურიდიულ საზოგადოებას უთხრეს, რომ სახელმწიფოს მეთაური, როცა ხვდება სხვა სახელმწიფოს მეთაურს, ეს წარმომადგენლობა კი არ ყოფილა საგარეო ურთიერთობებში, ეს ყოფილა აქტივიზმი”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„იქ ჩავიდა, როგორც აქტივისტი და არა, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. ეს აბსურდი უთხრეს ჩვენს საზოგადოებას. ჩვენმა იურიდიულმა საზოგადოებამ, ობიექტურმა დამკვირვებელმა ნახა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებმა ერთმანეთისგან ვერ გაარჩიეს პრეზიდენტის სტატუსი და ის, თუ რა უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები