ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო ფლოტის განთავსების ფონზე, არძინბა თბილისს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის აუცილებლობას ახსენებს

ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო ფლოტის განთავსების ფონზე, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა თბილისს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის აუცილებლობას ახსენებს.

როგორც არძინბა აღნიშნავს, აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ძალების გემებისთვის მუდმივი ბაზის შექმნა ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს შეესაბამება.

ე.წ. მინისტრის თქმით, საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების სწრაფად გაფორმების აუცილებლობის საკითხი უკვე რამდენიმე წელია ჟენევის დისკუსიებზე განიხილება.

„ეს არ არის საკითხი, რომელიც გადადებას საჭიროებს. ჩვენ ვართ მშვიდობის მომხრეები. თუმცა, საქართველოს პოზიცია არ უწყობს ხელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების სიტუაციის გაუმჯობესებას“, – აღნიშნა არძინბამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები