ზელენსკიმ და ფაშინიანმა გრანადაში სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება განიხილეს

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მორიგი სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა – ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება განიხილეს.

ამის შესახებ ზელენსკიმ ​Twitter-ზე (X) დაწერა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევი დაინტერესებულია რეგიონის სტაბილურობითა და ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობებით.

“ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და რეგიონთაშორისი ეკონომიკური პროექტები“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები