“ოჩამჩირეში რუსული გემებისთვის პუნქტის გახსნა რუსეთის თავდაცვისუნარიანობას გაზრდის” – ფედერაციის საბჭოს წევრი

“ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების გემებისთვის მუდმივი ბაზირების პუნქტის შექმნა როგორც რუსეთის, ასევე აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობას გაზრდის”,- განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვიქტორ ბონდარევმა.

ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.

“2000-იან წლებში ოჩამჩირის პორტი გამოიყენებოდა აფხაზეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სამოქალაქო გემებისა და სამხედრო გემების ერთობლივი განლაგებისთვის. ახლა იქ ФСБ-ს საპატრულო გემები და სანაპირო დაცვის კატარღებია. მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, ეს გაზრდის როგორც რუსეთის, ისე აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობას,” – დაწერა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები