არჩილ თალაკვაძე: გუშინდელმა პროცესებმა დაგვანახა, რომ ირაკლი კობახიძეს, გიორგი კახიანს და ჩვენს კოლეგებს ძალიან მკაფიო და გასაგები არგუმენტები აქვთ
“პრეზიდენტმა, როგორც მიმართვის დროს, ისე წერილებში, როდესაც პარტნიორებს მიმართავდა, თვითონ დაადასტურა, რომ ის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ აპირებდა ვიზიტებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპული სახელმწიფოს ქონისთვის საჭიროა საქმის კონსტიტუციის დაცვით კეთება.
„გუშინდელმა პროცესებმა დაგვანახა, რომ ირაკლი კობახიძეს, გიორგი კახიანს და ჩვენს კოლეგებს ძალიან მკაფიო და გასაგები არგუმენტები აქვთ. ძალიან დიდი კონტრასტი იყო მათ და პრეზიდენტის წარმომადგენლების მიერ წარდგენილ არგუმენტებს შორის. მათ არც აქვთ დიდი სივრცე, რომ დაიცვან პრეზიდენტის პოზიცია, რადგან ყველაფერი აშკარაა. საბოლოოდ, დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გააკეთოს. ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთი მიდგომა, რომ კონსტიტუციის დარღვევას რამე ამართლებდეს. თუ ჩვენ გვინდა ევროპული სახელმწიფო, კონსტიტუციის დაცვით უნდა ვაკეთოთ ის საქმე, რაც გვევალება და ის საქმეც, რომლის ძალიან გვჯერა“, – აღნიშნა თალაკვაძემ.