“სამხრეთ ოსეთთან ვაჭრობის შედეგებს ჯერ კიდევ დოლარში ვითვლით, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება” – ლავროვი გაგლოევთან შეხვედრაზე

“რუსეთი გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სოჭში, ე.წ.რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევთან მოლაპარაკებების გახსნისას.

”პირველ ყოვლისს, მინდა მოგილოცოთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი – საერთაშორისო აღიარების 15 წლისთავი და რესპუბლიკის დღის 33 წლისთავი. გადაჭარბების გარეშე ვაფასებთ ჩვენს საერთო ისტორიას, ჩვენი ხალხების ძმობას, რომელსაც ყველანაირად გავაძლიერებთ და გავაგრძელებთ, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მხარდაჭერას უსაფრთხოების, თავდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროებში“, – თქვა რუსმა დიპლომატმა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ “ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც შეესაბამება რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ინტერესებს”.

„პოლიტიკური დიალოგი ინტენსიურად მიმდინარეობს პრეზიდენტების დონეზეც, რომელთანაც თქვენ გაქვთ კონტაქტი, პარლამენტების ხელმძღვანელობის და უშიშროების საბჭოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სამთავრობო აპარატის დონეზე და სხვა არხებით, მათ შორის, რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს“, – დასძინა მან.

ლავროვის თქმით, მხარეები აქტიურად მუშაობენ სამართლებრივი ბაზის გაძლიერებაზე.

„ჩვენ აღვნიშნავთ ძალიან პოზიტიურ ტენდენციებს ორმხრივი ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გასულ წელს მიაღწია თითქმის 140 მილიონ აშშ დოლარს. ჩვენ ჯერ კიდევ დოლარში ვითვლით, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ჩვენ ვხედავთ ჩვენი მოქალაქეების დიდ ინტერესს კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავების მხრივ. მნიშვნელოვანია, რომ საინვესტიციო პროგრამა მომდევნო სამი წლის განმავლობაში განხორციელდეს“, – თქვა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები