ლიტერატურული თარგმანის ვორქშოფი

დღეს, საქართველოს მწერალთა სახლში ქართველი და ბრიტანელი ავტორების მონაწილეობით ლიტერატურული თარგმანის ვორქშოფი გაიხსნება. ლიტერატურული ვორქშოფი ორგანიზაცია „Literature Across Frontiers“ – ის ინიციატივით იმართება და ის 14 სექტემბრამდე გასტანს. პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ბრიტანეთის საბჭო, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და საქართველოს მწერალთა სახლი. ვორქშოფის მიზანია, ხელი შეუწყოს ხანგრძლივი სამომავლო ურთიერთობების ჩამოყალიბებას ქართველ და ბრიტანელ პოეტებს, კრიტიკოსებსა და მთარგმნელებს შორის. პროექტის შედეგად, ქართული პოეზიის ანთოლოგიის ბრიტანეთში გამოცემასთან და პოპულარიზაციასთან ერთად გაღრმავდება აგრეთვე თანამშრომლობა LAF – სა და ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს შორის. LAF-ის წარმომადგენლების გარდა პროექტში მონაწილეობენ ქართველი პოეტები, მათ შორის – გაგა ნახუცრიშვილი და რატი ამაღლობელი. ვორქშოფის ფარგლებში ბრიტანელი პოეტები ირაკლი ჩარკვიანის ლექსების თარგმანზე იმუშავებენ. პროექტის შედეგად, ექვსი ქართველი პოეტის ლიტერატურული თარგმანები „Arc Publishing”-ის მიერ ანთოლოგიის სახით 2015 წელს გამოიცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები