ლავროვი სოჭში ბჟანიას და გაგლოევს შეხვდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 3 ოქტომბერს სოჭში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტული რეჟიმების ხელმძღვანელებთან შეხვედრას გამართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
ლავროვთან როგორც ორმხრივი, ისევე სამმხრივი შეხვედრაც გაიმართება, ასევე, რუსეთის პირველი დიპლომატი ცალკე შეხვდება ე.წ. რესპუბლიკების ე.წ.საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს – ინალ არძინბას და ახსარ ჯიოევს.
მხარეები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს, რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს და შეეხებიან ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებების მექანიზმის ფარგლებში კოორდინაციის თემას.
გარდა ამისა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრები ხელს მოაწერენ ე.წ. უწყებებს შორის კონსულტაციების გეგმებს 2024-2025 წლებისთვის.