გაგლოევი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ე.წ.გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ე.წ. გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციას “აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი – აბესალ კვარჩია, იუსტიციის მინისტრი – ანრი ბარციცი და გაგრის რაიონის ხელმძღვანელი – იური ხაგუში შეხვდნენ”.

გაგლოევმა სოფელ ფსახარაში “აფხაზეთის სამამულო ომში დაღუპული სამხრეთ ოსეთელ მოხალისეთა ძეგლი ყვავილებით შეამკო”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები