“უკრაინელმა პილოტებმა აშშ-ში სწავლა დაიწყეს, თუმცა, ჯერ მხოლოდ ენას ეუფლებიან” – პენტაგონი

პენტაგონის სპიკერმა, საბრინა სინგხმა განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების აშშ-ში წვრთნა დაიწყეს, რომლებსაც F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის ამზადებენ.

თუმცა, მისი თქმით, ისინი ჯერ ენას სწავლობენ, რომელიც აუცილებელია დასავლური თვითმფრინავების ფრენის კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

სინგხმა თქვა, რომ ენის სწავლების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მფრინავების მომზადების დონეზე, ამიტომ უცნობია, რამდენი ხანი იქნება საჭირო.

სექტემბრის შუა რიცხვებში აშშ-ის საჰაერო ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა, მაიკლ ლოუმ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება სამიდან ცხრა თვემდე გაგრძელდება, რაც დამოკიდებულია უნარების დონეზე.

მედიის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები იმედოვნებენ, რომ F-16-ით ფრენებს 2024 წლის თებერვლისთვის დაიწყებენ.

დასავლეთის ქვეყნები უკრაინას 50 მოიერიშე თვითმფრინავს F-16-ს დაჰპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები