პოლონეთი ბელარუსის საჰაერო სივრცის დარღვევას უარყოფს

პოლონეთის არმიის ოპერატიულმა სარდლობამ ოფიციალურად უარყო მინსკის განცხადება პოლონური ვერტმფრენის მიერ ბელარუსის საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევის შესახებ.

მათივე განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება, რაც დასტურდება სარადარო სადგურების მონაცემებით.

„მედიისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია საფუძვლიანად არის გაანალიზებული და დეტალურად არის გამოკვლეული, თუმცა, ბელარუსის მიერ მედიისთვის მოწოდებულ ინფორმაციას ყოველთვის სიფრთხილით უნდა მივუდგეთ, რადგან ის არაერთხელ ყოფილა პროვოკაციული ელემენტი და დეზინფორმაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ პოლონეთი საჰაერო სივრცის ორჯერ დარღვევაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები