ბელარუსი პოლონეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს
ბელარუსი პოლონეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალური „ტელეგრამის“ არხზე იუწყება.
დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ დღეს 15.02 საათზე ბელარუსის საჰაერო ძალებმა ქვეყნის საზღვართან პოლონური თვითმფრინავის მიახლოება დააფიქსირეს.
18 წუთის შემდეგ ვერტმფრენმა ბელარუსის საზღვარი გადაკვეთა და 1,5 კმ-მდე მანძილზე გაფრინდა, ხოლო 16:22 საათზე მეზობელი ქვეყნის თვითმფრინავმა სახელმწიფო საზღვარი 300 მ სიღრმეზე კვლავ დაარღვია.
უწყების ცნობით, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტის ნოტას ამზადებს.