ესტონეთის პარლამენტმა კაია კალასის მეუღლის რუსეთში საქმიანობის შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა

ესტონეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ კაია კალასის მეუღლის რუსეთში საქმიანობის შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე (ERR) დაყრდნობით ავრცელებს.

გასულ კვირას საკონსტიტუციო კომისიამ გადაწყვიტა, მხარი არ დაუჭიროს ცენტრალური პარტიის მიერ წარმოდგენილ პროექტს, რათა შეიქმნას კომისია რუსეთში კალასის ქმრის ბიზნეს საქმიანობის გარემოებების შესასწავლად.

ცნობისთვის, როგორც მედიამ გასულ თვეში გაარკვია, სატრანსპორტო კომპანია Stark Logistics-ი, რომელიც ნაწილობრივ პრემიერ-მინისტრ კაია კალასის მეუღლეს ირიბად ეკუთვნის, უკრაინაში მიმდინარე ომის დროს რუსეთში ტვირთების გადაზიდვას განაგრძობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები