როტერდამში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა ცეცხლი ჯერ ბინაში, შემდეგ კი „ერაზმუს“ სამედიცინო ცენტრში გახსნა.
მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ბინაში ორი ადამიანი დაჭრა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა. ამის შემდეგ მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში წავიდა, სადაც სროლა განაგრძო.
როგორც პოლიციაში განაცხადეს, ორივე ინციდენტზე ეჭვმიტანილი როტერდამში მცხოვრები 32 წლის მამაკაცია, რომელიც „ერაზმუს“ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. მათივე თქმით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.
დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.