“ვხედავთ თანამედროვე გენოციდს” – მელ გიბსონი საერთაშორისო თანამეგობრობას სომხების დახმარებისთვის მიმართავს

ამერიკელი მსახიობი, მელ გიბსონი საერთაშორისო თანამეგობრობას და მსოფლიოს ყველა ქვეყანას მიმართავს, რომ გადადგან ნაბიჯები მთიანი ყარაბაღის სომხების დასაცავად, შექმნან ჰუმანიტარული დერეფნები მათი უსაფრთხო გადასვლისთვის.

ამის შესახებ მსახიობმა ვიდეომიმართვაში თქვა.

„ისტორია ტრაგიკულად მეორდება. ჩვენ ვხედავთ თანამედროვე გენოციდის განვითარებას. მედია ამ საკითხზე დუმს. რწმენის გამო საუკუნეების განმავლობაში დევნილი სომეხი ხალხი კვლავ განწირულია ეთნიკური წმენდისთვის. ბევრი სომეხი განიცდის ენით აღუწერელ საშინელებებს აზერბაიჯანისა და თურქეთის ხელში: სიცოცხლის დაკარგვა, იძულებითი გადაადგილება, შიმშილი და ბლოკადა. ეს იგივე სომხები არიან, რომელთა ფესვები ღრმად გადის მიწაში, რომელსაც მრავალი თაობა საკუთარ სახლს უწოდებდა.

მე ვთხოვ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა ქვეყანას, გადადგან სასწრაფო ნაბიჯები და გაუწოდონ დახმარების ხელი სომეხ მოსახლეობას, შესთავაზონ მათ დაცვა და შექმნან ჰუმანიტარული დერეფნები მათი უსაფრთხო გადასვლისთვის“, – განაცხადა მელ გიბსონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები