ტერორიზმის დაფინანსება, შეიარაღებული დაჯგუფების შექმნა – ყარაბაღის ყოფილ ხელმძღვანელს, რუბენ ვარდანიანს 14 წლით პატიმრობა ემუქრება
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სომხეთის მოქალაქე რუბენ ვარდანიანი დაკავებულია და ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნება მიცემული.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეგროვებულმა მტკიცებულებებმა გამოავლინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ 1968 წელს დაბადებულმა რუბენ კარლენის ძე ვარდანიანმა, ამჟამად სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გულისხმობს – ტერორიზმის დაფინანსებას; შეიარაღებული ფორმირებების ან ჯგუფების შექმნასა და მათ საქმიანობაში მონაწილეობას; აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას.
ჩადენილი უკანონო ქმედებებისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ვარდანიანს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.