კიევში ბრიტანეთის ახალი თავდაცვის მინისტრი იმყოფება – შაპსი ზელენსკის შეხვდა

ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრი, გრანტ შაპსი ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება, და უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა უკვე გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატი ავრცელებს.

ზელენსკიმ ბრიტანეთს ომის დროს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, განსაკუთრებით – შორი დისტანციის რაკეტებისთვის, რამაც გაზარდა უკრაინის არმიის შესაძლებლობები.

„მათ ასევე განიხილეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდის წინ. ცალკე იყო ხაზგასმული, ვილნიუსის ნატოს სამიტზე “შვიდეულის ჯგუფის” მიერ უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივი დეკლარაციის მიღება და დიდ ბრიტანეთთან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკების დაწყება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები