დიმიტრი ხუნდაძე: სოხუმის დაცემის დღე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმძიმესი დღეა

“სოხუმის დაცემის დღე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმძიმესი დღეა”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა, დაიგეგმოს, თუ როგორ შეიძლება კონფლიქტის ამოწურვა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

„3 ათეული წელი გავიდა მას შემდეგ და ვფიქრობ, საკმარისზე მეტი დროა იმისთვის, რომ დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ, თუ რა მოხდა და დავგეგმოთ, სწორად როგორ შეიძლება ამ კონფლიქტის ამოწურვა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები